აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება

19.05.2022 01:03

„ამერიკის შეერთებული შტატები შეაკავებს ნებისმიერ აგრესიას და საფრთხეს ფინეთისა და შვედეთის მისამართით, ვიდრე ნატო მათ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს“- ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება და მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე და მათი სწრაფად გაწევრიანებისთვის აშშ-ის კონგრესთან და ნატო-ს მოკავშირეებთან იმუშავებს. „ფინეთი და შვედეთი აშშ-ის ხანგრძლივი და საიმედო პარტნიორები არიან. ნატო-ში გაწევრიანებით, ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თავდაცვით თანამშრომლობას და სარგებელს მოუტანენ მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს“– ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. დღეს ჯო ბაიდენი ვაშინგტონში, ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონს უმასპინძლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: