დასავლეთი რუსული აგრესიის წინააღმდეგ
მძიმე ღამის შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ უკრაინაა. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მსჯელობს, განიხილება რუსეთის „სვიფტის“ პროგრამიდან გარიცხვაც, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვისთვის მადლობას უხდის. საქართველოს მთავრობამ ომის პირობებში მყოფი უკრაინის დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი გამოყო. ქართული მხარე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს გაერო-სა და ევროსაბჭოშიც, მართალია, რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში მომზადებული რეზოლუცია დაბლოკა, თუმცა საქართველოს მხარდაჭერის შედეგად, რუსეთს ევროსაბჭოში წარმომადგენლობითი უფლება შეუწყდა. საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ეხმარება ტურიზმის ადმინისტრაციაც. ამ დროისთვის სხვადასხვა სასტუმროში რამდენიმე ათეული უკრაინელი ტურისტია გადანაწილებული. ამოქმედებულია ტურიზმის ადმინისტრაციის ცხელი ხაზიც, რომელზე დარეკვა დახმარების მისაღებად საქართველოში მყოფ უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მათ საცხოვრებლით და საკვებით უზრუნველყოფენ. დეტალებს თამარ წიკლაური გიამბობთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 24 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიპლომატია რუსული აგრესიის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის შეჭრა უკრაინაში - გზავნილები დიპლომატიური ფორუმიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 52-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
7 წელი ყირიმის ანექსიიდან
ამერიკის ხმა
უკრაინა ომის ზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები უკრაინაში რუსულ ინტერვენციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 21 თებერვალი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster