ჭალეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი ელექტროგადამცემი ბოძების საცხოვრებელი სახლების ახლოს დადგამს აპროტესტებენ და „კავკას ენერგოს“ ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
„ჩემი სახლის გვერდით დგამენ ამ ბოძს. ერთი ხაზი ჩემს სახლში 4 მეტრის მანძილზე შემოდის, ასევე, სამუშაოების გამო, მთელი თხილის პლანტაცია მიაქვს. სახლი და წინა ეზო მრჩება მარტო. ადრე სხვანაირად იყო თუმცა, როგორც თვითონ აწყობდათ, ისე გააკეთეს. მე არ მედგომება ამ სახლში და არც სხვა ოჯახებს, ვისთანაც ეს ხაზები გადადის“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა როზა ჩხაპელიამ.
მათივე ცნობით, კომპანია იტყუება და ექსპერტიზის დასკვნაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოსახლეობა გეოლოგებისა და ექსპერტების მიერ ტერიტორიის ხელახალ გადამოწმებასაც ითხოვს.
მათი მოთხოვნების პასუხად „კავკას ენერგოს“ წარმომადგენელმა თეიმურაზ ჭანტურიამ რადიო \"ათინათს\" უთხრა, რომ თითოეული ოჯახი, რომელიც 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ცხოვრობს, კომპენსაციას მიიღებს და მათ პრეტენზიებს უსაფუძვლო უწოდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/