მოსახლეობის მოთხოვნები „ენერგოტრანსის“ მიმართ და პრეტენზიები ეპარქიისადმი - აქცია ჭალეში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ადგილობრივებმა ელექტროგადამცემი ბოძების ჩადგმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი იმ სახლის ეზოში შეიკრიბნენ, რომელიც ვალტერ აქუბარდიამ საჩუქრად საპატრიარქოს გადასცა, ეპარქიამ კი ენერგოკომპანიას მიჰყიდა. ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობა კომპანია „ენერგოტრანსი“ უკვე დაიწყო. ადგილობრივები ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ იმაში დასარწმუნებლად, რომ აღნიშნული სამუშაოები მათი ჯანრთელობისთვის უვნებელია. „თავის დროზე, როცა იწყებოდა სამუშაები, გვქონდა აქციები, მაგრამ მათ პოლიციაც უდგათ გვერდით. გვითხრეს, რომ ეს სახელმწიფო მიწაა. როცა თქვენს ნაკვეთსა და სახლს შეეხებიან, მაშინ ილაპარაკეთო. არავითარი დოკუმენტი არ მოუტანიათ“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მანანა აქუბარდიამ. საპატრიარქოსთვის ნაჩუქარ მიწაზე ენერგოკომპანიის მიერ დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ ვალტერ აქუბარდიას ოჯახის წევრებიც. „ჩვენ ვითხოვთ, რომ არ დაანგრიონ აქაურობა. ეს სახლ-კარი სავაჭრო ობიექტი არ არის“, - უთხრა ჟურნალისტებს აქუბარდიების ოჯახის წევრმა სოსო ციმინტიამ. ადგილზე იმყოფებოდა ადვოკატი თანდილა ჯოლოგუაც, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული სიტუაციაში გაერკვევა და ადგილობრივებს მეუფე გერასიმესთან შეხვედრა შესთავაზა. „მე მაქვს საპატრიარქოს რწმუნებულება. აქ საუბარია, თითქოს, საპატრიარქომ ვიღაცებზე გაასხვისა მიწა. მინდა გავარკვიო რეალურად, რა ხდება. თუ ეს მიწა საპატრიარქოს კუთვნილება იყო, როგორც გადაეცა ენერგოკომპანიას. მე ვთავაზობ ადგილობრივებს და ვპირდები მათ, რომ რამდენიმე მათგანის მეუფესთან შეხვედრას უზრუნველვყოფ, რომ გაირკვეს ყველაფერი“, - თქვა ჯოლოგუამ. ჭალეს მოსახლებას სამართლებრივ კონსულტაციას საია უწევს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას თქმით, მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც სასამართლოში რამდენიმე დღეში შეიტანენ. „სასამართლოში შევა სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლომ ყადაღა დაადოს მიწას, რომელზეც მიმდინარეობს მშენებლობა, მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა, უქმნის თუ არა საფრთხეს ელექტროგადამცემი ხაზები მოსახლეობას. აქედან ოჯახები სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობენ და საშიშროება რეალურია“, - აღნიშნა ჭკადუამ. „ენერგოტრანსის“ მიერ ელექტროგადამცემი ბოძების დადგმას აპროტესტებს ჭალეს ცენტრში მცხოვრები მოსახლეობაც. ადგილობრივების თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები საცხოვრებელ სახლებთან დასაშვებზე მეტად ახლოს გადის, ამიტომაც ისინი კომპენსაციას ითხოვენ და დახმარებას ხელისფლებას თხოვენ. აქციაზე იმყოფებოდნენ ფასანაურის მაცხოვრებლები, რომელთაც ამავე ენერგოკომპანიასთან ანალოგიური პრეტენზიები აქვთ. ერთ-ერთი მათგანის, ბადრი დავითურის თქმით, ისინი ამერიკელი დამოუკიდებელი მკვლევარების ჯგუფის ჩამოყვანას გეგმავენ, რომელმაც არსებული მდგომარეობა და საფრთხეები უნდა შეისწავლოს. „ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას სოფელ ჭალეს მოსახლეობას. ჩვენ ვამზადებთ მოთხოვნას ამერიკელი მკვლევარების ჩამოყვანაზე და მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მოაწერონ ხელი ამ მოთხოვნას, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს მათი ჩამოსვლა. დაიდოს დასკვნები და მორჩეს ეს დავები“, - აღნიშნა დავითურმა. ჭალეში მიმდინარე აქციაზე ადგილზე სამართალდამცავი უწყების რამდენიმე წარმომადგენელო იყო მობილიზებული. ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებენ და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. ცნობისთვის, ჭალეში ელექტროგადამცემ ბოძებს კომპანია „ენერგოტრანსი“ და „კავკასენერგო“ ერთობლივად დგამს. მოსახლეობის მოთოხვნების პასუხად, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ახალდაბის მოსახლეობის მოთხოვნები 11 პუნქტისგან შედგება
Ajara TV
გიორგი ვაშაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარნეულში, მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა - რუსთავი 2 - 17....
Municipality of Marneuli
სოზარ სუბარი ბოლნისის მცხოვრებლებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების მოთხოვნები და სამინისტროს პასუხი
Radio Atinati
ითხვისის მოსახლეობის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ძველი ვეძისის მოსახლეობის მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 21 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster