საპროტესტო აქციები და თავდასხმები ჟურნალისტებზე
აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი - სამდღიან საპროტესტო აქციას დაზარალებულები ჰყავს მედიის წარმომადგენლების სახითაც. რამდენიმე ფაქტი გამოძიების საგანი ხდება. აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფების მხრიდან აგრესიული ქმედებების სამიზნე გახდა ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტი, რომელსაც პირდაპირი ჩართვის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ანალოგიურ ტაქტიკას მიმართა დემონსტრანტების ჯგუფმა „პოსტ-ტვ“-ის რეპორტიორის მიმართაც, რასაც წინ აქციის ტრიბუნიდან გაჟღერებული შესაბამისი მოწოდება უძღოდა. ფაქტია, რომ საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორებისთვის მიუღებელი მედია-საშუალებების თანამშრომლები ბულინგის, სიძულვილის ენის და აგრესიული გამოვლინებების მსხვერპლი გახდნენ. ამ ფაქტებთან ერთად გამოძიების საგანი ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ონლაინ-გამოცემების - „პუბლიკას“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მათ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. ძიება პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით დაწყებულია. სახალხო დამცველისგან განსხვავებით, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკოსების გამოხმაურება შერჩევითი აღმოჩნდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თურქეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 4 ივლისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაგეგმილი დესტაბილიზაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები - პოლიტიკური პოზიციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკოსების თავდასხმა პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
13 აშშ ში იარაღის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფარული ჩანაწერები და პოლიტიკური გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster