ფარული ჩანაწერები და პოლიტიკური გეგმები

10.05.2024 09:27

დაკავებები, პროტესტი, ფარული ჩანაწერები - ხმაურიანი აღმოჩნდა გუშინდელი ღამეც. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც სოციალურ ქსელში სამხედრო საკითხებზე წერს და მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი აქტივისტია. ადვოკატი და ოჯახი ამტკიცებენ, რომ ბლოგერის სახლიდან ამოღებულ იარაღს შორის მხოლოდ ორია ნამდვილი და ისიც კანონიერად გაფორმებული, დანარჩენი კი აერსოფთის სათამაშო თოფებია. როგორც ირკვევა, აბაშიძის სახლში ჩხრეკა სამთავრობო უწყებების კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ბლოგერის ოჯახის ინფორმაციით, ჩხრეკას აბაშიძის ადვოკატები არ ესწრებოდნენ. დაკავების პროცესმა ბლოგერის მხარდამჭერების აქციის ფონზე ჩაიარა. სამართალდამცავებმა გამოკითხეს „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ წევრი, გიორგი მოსიაშვილიც. სწორედ მისი მონაწილეობით გავრცელდა მორიგი ფარული ჩანაწერი. მასალაში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, აქციებზე, ქუჩების პარალიზებაზე და შენობების პიკეტირების გეგმებზეა საუბარი. „ქართული ოცნების“ კანონპროექტის წინააღმდეგ დაწყებული აქციების გარშემო გამოძიება რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#მოამბე 21 საათზე, 10 მაისი, 2024 #LIVE
00:00

#მოამბე 21 საათზე, 10 მაისი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ძალადობრივი სცენარის და პროვოკაციების საფრთხე
10:59

ძალადობრივი სცენარის და პროვოკაციების საფრთხე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გავრცელებული ფაილები და პოლიტიკური შეფასებები
08:07

გავრცელებული ფაილები და პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო და პოლიტიკური კონტექსტი
54:12

ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო და პოლიტიკური კონტექსტი

რადიო თავისუფლება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები - შეფასებები
02:57

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ამორალობის და სიბინძურის პოლიტიკური დამკვეთი - ბოკუჩავა
01:14

ბიძინა ივანიშვილი არის ამ ამორალობის და სიბინძურის პოლიტიკურ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

გავრცელებული ფარული ჩანაწერები - პრემიერის გამოხმაურება
01:51

გავრცელებული ფარული ჩანაწერები - პრემიერის გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ფარული ჩანაწერები - პოლიტიკური შეფასებები
08:09

ფარული ჩანაწერები - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო