აქცია რუსთაველის გამზირზე

12.07.2021 11:03

რუსთაველის გამზირი პროტესტის ადგილად რჩება.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რამდენიმე მედია საშუალების მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ლიდერებიც. მოთხოვნა უცვლელი რჩება - ადგილზე შეკრებილები 5 ივლისს განვითარებული მოვლენების და მედიაზე ძალადობრივი თავდასხმების გამო პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებას ვადა დღის 12 საათამდე ჰქონდა მიცემული. სიტყვით გამოსვლები ახლაც გრძელდება. ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციების გაგრძელებას აანონსებენ. 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას „მოამბის“ ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა აშუქებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania