ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას - იენს სტოლტენბერგი

06.05.2020

„ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის, საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“–  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის, საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ასევე ჩვენ ერთობლივ ბრძოლას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი დიდ ბრიტანეთს ნატო-ს კატასტროფის ცენტრის მეშვეობით დამცავი აღჭურვილობის მიწოდებისთვის“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას პანდემიით შექმნილი რთული ვითარება განიხილეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: