რიგის უსაფრთხოების სამიტი

30.11.2021 02:15

ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან გადამწყვეტია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს კარი კვლავ ღიაა და ალიანსი გააგრძელებს ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერას. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამომავლო კონცეფციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე უფრო მეტი გამოწვევა დგას და მათთან გასამკლავებლად აუცილებელია სამხედრო კომპონენტის, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების გაძლიერება და პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. მთავარ გამოწვევად სტოლტენბერგმა დაასახელა რუსეთი და ჩინეთი. მოგვიანებით დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიაც. შეგახსენებთ, რიგა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მასპინძლობს, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. უკვე ხვალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გლობალური უსაფრთხოების სამიტი ბრატისლავაში
09:13

გლობალური უსაფრთხოების სამიტი ბრატისლავაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია
09:11

42° პარალელი - თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია

პირველი არხი - 42-ე პარალელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეტაპობრივად იწყებს სერვისების განახლებას
00:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეტაპობრივა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

GDSC 2018
02:23

GDSC 2018

თავდაცვის სამინისტრო

\"დილის მოამბე\" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
16:47

"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტი ჩატარდა
01:17

ერევანში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტი ჩატარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ 2019
00:53

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ 2019

Georgia Defence Security Conference

ასმათ დიასამიძე - ეს პასუხისმგებლობა ეკისრება სრულად სამთავრობო გუნდს
02:22

ასმათ დიასამიძე - ეს პასუხისმგებლობა ეკისრება სრულად სამთავრ...

აჭარა ენმ / Adjara unm

ყველა ვიდეო