პოლარიზაცია და თანამშრომლობის პერსპექტივა


იმის მიუხედავად, რომ უცხოელი დიპლომატები პოლარიზაციას 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში მთავარ გამოწვევად ასახელებენ, ქართველი პოლიტიკოსები ევროპული მიზნისთვის გაერთიანებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი ევროკავშირის პრიორიტეტების შესასრულებლად ორ სხვადასხვა ჯგუფში მუშაობენ და ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. ოპონენტების ნაწილი დესტრუქციულ ქმედებებში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთავრობის მეთაურმა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობაც გამოხატა. შეთავაზების საპასუხოდ ოპოზიცია პრემიერს რიგგარეშე სესიის ჩანიშვნას სთხოვს და ინკლუზიურ სამუშაო პროცესში ჩართვას მხოლოდ ამ შემთვევაში განიხილავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან