ოპოზიციის ერთობლივი განცხადება
საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს ერთობლივი განცხადებით ეხმაურება 23 ოპოზიციური პარტია. განცხადების მიხედვით საქარველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით. ვიზიტი კი განხორციელდა იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. „პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა“, - წერია განცხადებაში. წერილის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის, ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა, - ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აუცილებელია ყურადღების გამახვილება ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და ასევე დემოკრატიის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც ოპოზიციური პარტიების განცხადებით საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. განცხადებას ხელს არ აწერს პარტია „ერთიანი საქართველო“. საკითხზე პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე კომენტარს არ აკეთებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება და შეფასებები გორში
Trialeti TV
საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი განცხადება რუსულ კანონზე
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
#არჩევნები2020 ოპოზიციის გადაწყვეტილება და გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის განცხადება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთხი პარტიის განცხადება და ოპოზიციური სპექტრის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster