ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გორის მუნიციპალიტეტთან
13 ოქტომბერს, „გორის დღეების'' ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის, გორის კულტურის სახლის შენობაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი კინოკლუბის გახსნასთან დაკავშირებით თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ. მემორანდუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას მიერ ინიცირებული პროექტის „რეგიონებში კულტურის ცოცხალი კერების ამოქმედების შესახებ'' ფარგლებში გაფორმდა და ითვალისწინებს კინემატოგრაფიის პოპულარიზაციის მიზნით ქ. გორში კინოკლუბის ჩამოყალიბების და ფუნქციონირების ხელშეწყობას; ასევე, პროგრამების და პროექტების განხორციელების გზით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების და მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას. თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი საგანგებოდ დაემთხვა ქალაქ გორის დღეებს, რომელიც 12-13 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას მოიცავს, რომლის მთავარი მიზანიც ქალაქის ტრადიციების, კულტურის, ისტორიის პოპულარიზაცია და გაცნობაა. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გორის მუნიციპალიტეტთან
culturegovge culturegovge
მედიაციის ცენტრსა და გორის სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიე...
Kartlosi NGO
საქველმოქმედო ღონისძიებები გორში
შუადღე GDS / shuadge GDS
გორის თეატრი ტ/კ ,,დიასთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმ...
D IA
ჯანდაცვის მიმართულებით ჩინურ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის...
Tv Dia
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
culturegovge culturegovge
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster