დაპირისპირება ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან
ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან. ფიზიკური შეხლა-შემოხლა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით დაიწყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეოკამერით მომუშავე პირისთვის ხელისშეშლა სცადა და მას ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებზე ფულის დარიგების ფაქტს. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 95-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც ერთმანეთს „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი დაუპირისპირდნენ. სოფელ კოკში დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე აიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორცხელის საქმეზე საჯარო მოხელე, ჟურნალისტი და პოლიციელები დ...
Radio Atinati
ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე სიტუაცია დაიძაბა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ დაუპირისპირდა ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიცია და „ოცნ...
Radio Atinati
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - ზუგდიდში ხუთი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
“ასეთ რძალს დაიტოვებს ვინმე? მე მაქვს ყველა ფაქტი”- დაპირისპ...
Relax Video Collection
არჩევნების მე-2 ტური - რეპორტაჟი ზუგდიდიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი აირჩია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster