ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი აირჩია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია დღევანდელ სხდომაზე. მომდევნო 4 წლის განმავლობაში თანამდებობა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავამ ჩაიბარა. მას 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. სხდომას ესწრებოდნენ თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს. მმართველი გუნდის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ალიანსი ზუგდიდშიც გრძელდება და მათ პოლიტიკურ გარიგებას კატეგორიულად ემიჯნებიან. სხდომის მიმდინარეობისას „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიას, „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული შეახსენა და მათ ამ პარტიის ფრთა უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები. ბაჩანა შენგელიამ მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაეჭირათ მხარი გახარიას პარტიის წარმომადგენლისთვის. მისი თქმით, სწორედ გიორგი გახარიას ეკისრება ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის საკრებულოს გახარიას პარტიის წევრი უხელმძღვანელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
TV IMEDI
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეოთხედ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში
Radio Atinati
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ლაშა გოგია...
odishitv