Georgian - red hot chili peppers Snow (remake) (გადაკეთებული ვერსია)
06/13/2014
Vaso Chaduneli-ის
მიერ
red hot chili peppers - snow გადაკეთებული ვერსია (პოეტური კოქტეილი / poeturi koqteili)
ფანდური: ვასო ჩადუნელი
ტამტამი: გიორგი ყოლბაია, ბექა გურასპაული
მღერიან: მიშო ჭვინაშვილი, ვასო ჩადუნელი
მოკლე აღწერას გავაკეთებ: ეს არის პოეტური კოქტეილი, ახალგაზრდა ბიჭები ასრულებენ red hot chili peppers - Snow-ს გადაკეთებულ, ქართულ ვარიანტს.
სიმღერის ტექსტი შედგება ქ.რუსთავის ახალგაზრდა პოეტების ლექსების 2-2 სტროფისაგან...
პოეტები:
ამირან ჯანჯღავა / amiran janjghava
გურამ ლაცაბიძე / guram lacabidze
ბაჩო ზაქაიძე / bacho zaqaidze
ოთო გურგენიშვილი / oto gurgenishvili
ტექსტი
რომის ხედებით ვტკბებოდი ღამით
ბაგეზე ლაჟვარდს გწვავდა პომადა
ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებში წამით
სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა
იტალიური მაქმანი გეცვა
მკერდით მითბობდი ლოყას მიწიერს
შენი ნაცვამი მხოლოდ მე მეცვა
უშენოდ,ჩაიც ფილტვებს მიციებს.
სული სარეცელზე გადავკიდე
ღამის აპათეა მომესია
მოდი მომისმინე მოდი კიდევ
გრძნობა ჩაგიღვარო პოეზიად
გოჟოიანს იალონზე თუ გიხილავს ჩემი ფეთქვა
სიყვარულზე შეყვარებულს მიყვარხარო მინდა მეთქვა
თუმცა ბედმა ამბარძღა და თეთრ ქაღალდზე დამაქცია
შენი თავი წამართვა და ჯოჯოხეთში გამაქცია
მე ქურდი ვარ შუაღამის
გრძნობებს ვპარავ სიყვარულსო
შენ მელანი ჩემი კალმის
როცა ვიგრძნობ სიყვარულსო
თავის წიგნს მთხოვს სიყვარული
ჩემი შურდეს მე მიმყავხარ
მე გასწავლე სიარული
შენ გიყვარვარ მეც მიყვარხარ
მგონი როფავს კურმუხეთში , დროსაც თურმე ციოდა
გავტიალდი თბილ რითმებში შენთან ყოფნა მშიოდა
მარტოობით ნამარტოვებ გულს ახსოვდა ორი ფერი
შენ ხომ ჩემი ვერ გახდი და უაზროა ყოლიფერი
/ crvn4