უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს

18.10.2023 05:16

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის მხრიდან დღეს კრიტიკის სამიზნე გახდა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონზე ვეტოს დადების გამო.  სახელისუფლებო გუნდი, რომელიც კანონის მიღებას სუს-ის მიერ დაანონსებული დესტაბილიზაციის აღკვეთის ერთ-ერთ გზად განიხილავს, ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმებულად აცხადებს. ოპონენტები კი კანონზე პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ. დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, სამართლებრივი შეფასების მიზნით ეუთო-იდირს უკვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა.  რა არგუმენტებით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა ვეტოს დადებისას და როგორია პოლიტიკურ მხარეთა შეფასებები - მანანა დევაძე დეტალებით.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: