პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები

09.03.2024 03:22

უმრავლესობა მომავალ სასესიო კვირაში სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას გეგმავს, რომელიც პრეზიდენტმა საარჩევნო საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დაადო. კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი იცვლება. ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. ოპოზიციაში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებენ. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელოვნურად და მიზანმიმართულად ცდილობს, ცესკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი შეაფერხოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: