უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს
პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგი დაპირისპირების ფონზე აქტიურდება თებერვალში მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი. საუბარია მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკში პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტი გაჩნდება. თავის დროზე ეს ცვლილება სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა და კიდევ ერთი თანამდებობის შემოღება მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესით ახსნა. ცვლილებების მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი კანდიდატურის შერჩევამდე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით სწორედ პირველი ვიცეპრეზიდენტი შეასრულებს, რომელსაც საბჭოს მოქმედი წევრებიდან აირჩევენ. კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება სამი თვის წინ ამოეწურა და მას შემდეგ თანამდებობა ვაკანტურია. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების გარშემო სალომე ზურაბიშვილთან უთანხმოების ფონზე, „ქართული ოცნება“ დამატებითი თანამდებობის შემოღებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისთვის სასურველი კანდიდატურის შერჩევას ცდილობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვეტო - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვეტო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს
პოლიტიკური პორტალი
უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს
POS TV
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბიშვილის ვეტო - უმრავლესობა მის დასაძლევად ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
Georgian Media Club