საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
უთანხმოებაა ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაციის გარშემო. ოპოზიცია მმართველ გუნდს იმ პუნქტის იგნორირებაში ადანაშაულებს, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. მწვავე რეაქციები მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ დღევანდელ სხდომას, სადაც პრეზიდენტის ბოლო ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს. საკითხი უახლოეს დღეებში უკვე პლენარულ სხდომაზე გავა. „ქართული ოცნების“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების უარყოფა და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება გაუგებარია პრეზიდენტის ადმინიტრაციისა და ოპოზიციის ნაწილისთვის. პირველივე დღიდან მწვავე დაპირისპირების საგანია კანონი, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის კვორუმი მცირდება, მოადგილის ოპოზიციური კვოტა კი უქმდება. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის არჩევის პროცესს პრეზიდენტი პრაქტიკულად ეთიშება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს
Georgian Media Club
უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო უმრავლესობა ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის ვეტოს სა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბიშვილის ვეტო - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბიშვილის ვეტო - გამოხმაურებები პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ვეტო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster