პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა მე-10 მოწვევის პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო ოპოზიციის უმწვავესი კრიტიკის, ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების და საპროტესტო აქციის ფონზე დაძლია. მაშინ, როცა კენჭისყრის პროცედურა დაიწყო, ოპონენტები პროტესტის ნიშნად დარბაზში აღარ იმყოფებოდნენ. მანამდე კი იყო მძიმე შინაარსის გამოსვლები, შეურაცხმყოფელი ეპითეტები და ურთიერთბრალდებები. მთავარი მომხსენებელი დღესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო, რომელმაც ვეტოს გამოყენების მთავარ არგუმენტად კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების სტიგმატიზება-შეზღუდვა და მძიმე საერთაშორისო რეაქციები დაასახელა. ოპოზიციისთვის ვეტო სამართლებრივად გამართული, მმართველი გუნდისთვის კი სამართლებრივი შენიშვნებისგან დაცლილი და არაკომპეტენტური დოკუმენტია. შვიდ საათიანი დაძაბული განხილვის დროს ოპოზიციას ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა - მმართველ გუნდს ვეტოს დაძლევაზე უარი ეთქვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
TV Pirveli
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 19 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია - ქრონიკის სპეციალური გა...
TV IMEDI
პარლამენტმა პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტმა პრეზიდენტის ორი ვეტო დაძლია
TV IMEDI
"უცხოეთის აგენტების" კანონი ბოსნიაში
ამერიკის ხმა
პარლამენტმა ვეტო დაძლია - პირდაპირი
რადიო თავისუფლება