კონცერტი  „მუსიკა შენს ფანჯრებთან“


„აქსის თაუერსმა“ „კონცეპტ არტის“ პროექტს „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ უმასპინძლა. მომდევნო გაჩერება კი გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში იგეგმება. მსმენელის ფანჯრებთან „აქსის თაუერსის“ ტერასაზე ბექა გოჩიაშვილმა დაუკრა ნიკოლოზ რაჭველთან, ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად.

„თუკი შენ ვერ მიდიხარ კონცერტზე, კონცერტი მოვა შენთან“ - ასეთია საავტორო კონცეფცია, რომლის მიზანია, გადაადგილების შეზღუდვის დროს, სახლებში მყოფ მოსახლეობას მოძრავი სცენით ეწვიოს საკუთარ ეზოში და გაუმართოს კონცერტი მათთვის ძვირფას არტისტებთან ერთად. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერითა და პატრონაჟით ხორციელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან