მინისტრი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა

10/21/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

21 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ეთნიკური არასმთავრობო ორგანიზაციები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამომავლო სამოქმედო ერთობლივი გეგმა, აგრეთვე კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით დაგეგმილი და მიმდინარე სხვადასხვა აქტივობები.
2010 წლის 30 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველო სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შემუშავება და ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესრულება. მემორანდუმის თანახმად ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრები სამ თვეში ერთხელ უნდა მოეწყოს.

http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან