ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ" - დასკვნითი კონცერტი
19 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ალ. გრობოედოვის სახ. რუსულ დრამატულ თეატრში ფესტივალის ''ერთი ცის ქვეშ'' დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ფესტივალი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია ტარდება. ფოლკლორულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ფოლკლორული ანსამბლებმა. მსგავსი სახელწოდებით წელს უკვე გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფესტივალი კლასიკური მუსიკის მიმართულებით, სადაც მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო სკოლების ბავშვებმა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის ''ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერა'' ფარგლებში დაფინანსდა და ემსახურება ეროვნულ უმცირესობათა საერთო კულტურულ სივრცესთან ინტეგრაციას, ასევე მათი ტრადიციების შენარჩუნება - განვითარებას. ფესტივალის დახურვას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრო. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გაიმართა მრავალეთნიკური ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ" დასკვნითი...
Office of the State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality
ბოლნისში მუსიკალური ფესტივალის "ერთი ცის ქვეშ" დასკვნითი კონ...
Bolneli Tv
ფესტივალი „მზიანი საქართველო 2017“ (დასკვნითი კონცერტი)
Stars TV
ფესტივალი ,,ერთიანი კავკასია'' დასკვნითი კონცერტი
temur papuashvili
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში - დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
ფოლკლორის ფესტივალი - დასკვნითი გალა-კონცერტი
culturegovge culturegovge
მუსიკის ფესტივალი თელავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
✔ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი / დასკვნითი კონცე...
chub1na.ge