მინისტრი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა
21 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ეთნიკური არასმთავრობო ორგანიზაციები. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამომავლო სამოქმედო ერთობლივი გეგმა, აგრეთვე კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით დაგეგმილი და მიმდინარე სხვადასხვა აქტივობები. 2010 წლის 30 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველო სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შემუშავება და ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესრულება. მემორანდუმის თანახმად ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრები სამ თვეში ერთხელ უნდა მოეწყოს. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
მინისტრი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა
culturegovge culturegovge
მინისტრი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა
culturegovge culturegovge
შეხვედრა მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ" - დასკვნითი კონცერტი
culturegovge culturegovge
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“
culturegovge culturegovge
პრემიერ-მინისტრი ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმ...
Irakli Garibashvili
იუსტიციის მინისტრი ეროვნულ არქივს ეწვია და აუდიოსტუდია დაათვ...
TV IMEDI