შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის „საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, ჩეხეთის ელჩის მოადგილე ვერონიკა შიდო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, მკვლევრები, ლიტერატორები, მწერლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, ისტორიკოსმა ოთარ ჯანელიძემ, ჩეხეთის ელჩის მოადგილე ვერონიკა შიდომ და საქართველოს პარლამენტის ევრონული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/06MWhl