შსს-ს არქივის, ჩეხეთის და სლოვენიის საელჩოების ერთობლივი გამოფენა გაიმართა

17.11.2014 03:33

შსს-ს არქივის, ჩეხეთისა და სლოვენიის რესპუბლიკების საელჩოების ერთობლივი გამოფენა – „1989 წელი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სლოვენიის ელჩი რუდოლფ მიხალკა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პეტრ დრულაკი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, საქართველოს პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენა 25 წლის წინ, 17 ნოემბერს ჩეხეთსა და სლოვენიაში განვითარებულ „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებულ მოვლენებს მიეძღვნა. შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი გამოფენის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ქართველი, სლოვენი და ჩეხი ხალხების უახლეს ისტორიაში მომხდარ გარდამტეხ და ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა. შსს-ს არქივმა გამოფენაზე საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ბანერები, ხოლო ჩეხეთის და სლოვენიის საელჩოებმა ამავე წლის 17 ნოემბერს პრაღაში მომხდარი საპროტესტო მოვლენების ამსახველი ბანერები წარმოადგინეს. 1989 პრაღაში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამართული სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალეს, რაც, ისევე, როგორც 9 აპრილს საქართველოში, დემოკრატიული პროცესების დაწყების და დამოუკიდებლობის მოპოვების წინაპირობა გახდა. ამ მოვლენების ამსახველ ერთობლივ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალები მთლიანად სამი ქვეყნის საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/nReriS

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის პრეზენტაცია
04:06

შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ორტომეულის პრეზენტაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს არქივის მიერ მომზადებული 2014 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა
03:43

შსს-ს არქივის მიერ მომზადებული 2014 წლის კალენდრის პრეზენტაც...

Telegraph saagento

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება ზესტაფონში გაიმართა
02:36

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ კინოჩვენება...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა
02:26

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
01:57

შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
00:43

შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

#ყველაკითხვა განაჩენი - კრემლის აგენტი / რატომ განადგურდა უშიშროების არქივი?
58:38

#ყველაკითხვა განაჩენი - კრემლის აგენტი / რატომ განადგურდა უშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის კომიტეტის წევრები შსს-ს აკადემიაში
01:39

თავდაცვის კომიტეტის წევრები შსს-ს აკადემიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო