შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში გეპატიჟებათ. ერეკლე მეორის გამზირზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, შს სამინისტრო იმიტირებულ ქალაქში გიმასპინძლებთ. დამოუკიდებლობის დღეს, თელავში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი გელოდებათ: შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის „კოსმოსური ხომალდი“, მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სათავგადასავლო თამაშები და პრიზები; სასრიალო ბატუტი; ველოსიპედის მართვის მოწმობის აღების უნიკალური შანსი; ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი დათა ქაჯაია და შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილების გამოფენა; საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა; დაცვის პოლიციის „დაცული ქუჩა“ და სახლი N125; ღია კინოთეატრში შსს-ს არქივის უნიკალურ, მოკლემეტრაჟიან ისტორიულ ფილმებს ნახავთ. ვირტუალურ ტირში კი რამდენიმე წუთით ნამდვილი პოლიციელის როლს მოირგებთ. სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდება, გამარჯვებულებს კი ჟიური დააჯილდოვებს. ჩვენს ქალაქში მეგზურობას პოლი გაგიწევთ. ქალაქის შესასვლელთან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლები შეგხვდებიან, ხოლო ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გიმასპინძლებენ. #რუსთაველი850 #ესდღეჩვენია #25მაისი #ვიცავ #შენიგულისთვის #შენიუსაფრთხოებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შს მინისტრის მოადგილეები დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
გიორგი გახარია: ზუგდიდიდან დამოუკიდებლობის აღქმა არის ბევრად...
Radio Atinati
შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვა...
Vakhtang Gomelauri
საპატრულოს ექსპერტ.კრიმინალისტები
შს სამინისტრო
განცხადება
შს სამინისტრო
შეხვედრა
შს სამინისტრო
ვიცე-ადმირალის ვიზიტი
შს სამინისტრო