ასოაციაცია „ათინათში“ საზაფხულო სკოლა დაიწყო

10.07.2017 02:12

ასოციაცი „ათინათში“ დღეიდან ორკვირიანი საზაფხულო სკოლა დაიწყო. 14 დღის განმავლობაში 26 მოსწავლისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. საზაფხულო სკოლაში 9-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ მონაწილეობას. „ბავშვებმა შეავსეს სპეციალური აპლიკაციები ზოგადი კითხვებითა და ინგლისური ენის ცოდნის შესახებ. გარდა ინგლისური ნაწილისა, საზაფხულო სკოლა გულისხმობს პროგრამა „ფლატუნს“ - ბავშვის სოციალურ და ფინანსურ განათლებას, რომლის მიხედვითაც ბავშვები სწავლობენ რესურსებისა და თანხის სწორ გამოყენებას“, - აღნიშნა საზაფხულო სკოლის ტრენერმა სალომე გარდავამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: