საატესტატო გამოცდები გრძელდება


საატესტატო გამოცდები გრძელდება. დღეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გამოცდა ბიოლოგიაში ჩაუტარდათ. თითოეულ გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 5.5, ხოლო მაქსიმალური 10 ქულაა. მოსწავლეები გამოცდებს „კატ\"-ის პროგრამის\" პრინციპით აბარებენ. სისტემა მარტივი კითხვების დაძლევის შემთხვევაში რთულზე გადადის, ხოლო რთულ კითხვაზე პასუხის შეცდომით გაცემის შემთხვევაში მარტივზე. საატესტატო გამოცდები 8 საგნისგან შედგება და ორ ეტაპად იყოფა. მოსწავლეები პირველ ეტაპზე 4 საგანს ქიმიის საგნით ამთავრებენ. მომდევნო 4 საგანში გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდება, სადაც პირველ ეტაპზე ჩაჭრილ მოსწავლეებს იგივე საგნის ჩაბარება განმეორებითაც შეეძლებათ.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/H01WDH

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან