მესამე სექტორმა თელავის საოლქო კომისიაში საჩივარები შეიტანა
07/14/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„სამართლიანმა არჩევნებმა\" და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ\", რომლებიც 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდნენ, თელავის მე-17 საოლქო-საარჩევნო კომისიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანეს. საია-ს თელავის ოფისში აცხადებენ, რომ მათი ორგანიზაციის მიერ დღეს საოლქოში დამატებით კიდევ სამი საჩივარი შევიდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციების ჩაბარების წესების დარღვევებს ასახავს. რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს\". როგორც ორგანიზაციის თელავის კოორდინატორი აცხადებს, მათ მიერ მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა. საუბარია არასათანადოდ დალუქულ დოკუმენტაციაზე. ყველა საჩივრის განხილვა თელავის საოლქო კომისიაში მოხდება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1wmLdNg
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1wmLdNg