ჟოზეფ ბორელი სანქციების შესახებ


„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს“ – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საკუთარ ბლოგზე დაწერა. ჯოზეფ ბორელის თქმით, დასავლეთმა უნდა გამოავლინოს სტრატეგიული მოთმინება იქამდე, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინაში აგრესიას. ბორელი წერს რომ, ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი სანქცია წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის 90 პროცენტით შესყიდვის აკრძალვაა, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს და ის იძულებული გახდება საკუთარი ნავთობი სხვაგან ბევრად იაფად გაყიდოს, ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან ადრეული „დეტოქსიკაციის“ გამო, ზოგიერთი ქვეყანა და ზოგიერთი სექტორი დიდ საფასურს გადაიხდის, თუმცა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს არის ფასი, რომელიც ევროპული დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად არის გადასახდელი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან