ევროკავშირი თურქეთს სანქციების შესრულებას სთხოვს
ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ჟოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს. როგორც ბორელი ამბობს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში რუსეთს ანკარა არ უნდა ეხმარებოდეს. მან თურქეთს შეახსენა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და ბრიუსელი მისგან ევროკავშირის სანქციების დაცვას ელოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მომავალ კვირას ევროკავშირის სამიტზე თურქეთის წინააღმდეგ სანქ...
PalitraNews
ერდოღანის გზავნილები ნატო-ს და ევროკავშირს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკონომიკური საფრთხე...
Ermile Nemsadze
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთს ევროკავშირი აკრიტიკებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება იდლიბის პროვინციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირი და თურქეთი
Euronews Georgia