განცხადებები ევროპარლამენტში

06.04.2022 04:51

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად, რათა პასუხი აგებინონ დანაშაულის ჩამდენ პირებს. მან ასევე ანიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მეხუთე პაკეტი უკანასკნელი არ იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მიმდინარე კვირის ბოლოს კიევში ჩავლენ, რათა უკრაინას მხარდაჭერა დაუდასტურონ. თავის მხრივ, ევროპარლამენტში გამოსვლისას ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა უნდა გამოაფხიზლოს ევროპელები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა იცოდა, რომ რუსეთის ენერგიაზე არის დამოკიდებული, თუმცა არ ეგონა, რომ ეს დამოკიდებულება ასეთი დიდია. როგორც ბორელმა აღნიშნა, უკრაინის კრიზისმა დაანახა ევროპას ის ხარვეზები, რომელიც ევროკავშირს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუს სამხედროებს მიმართ და ბრძოლის ველის დატოვებისა და ევროპაში თავშესაფრის ძებნისკენ მოუწოდა. შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა სანქციების გამკაცრებაზე და ხაზი გაუსვა სანქციების გვერდის ავლის ყველანაირი შესაძლებლობის აღკვეთის აუცილებლობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

განცხადებები ევროპარლამენტში
05:55

განცხადებები ევროპარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მწვავე განცხადებები  ევროპარლამენტში, სადაც საქართვლოს შესახებ ანგარიში განიხილეს
05:08

მწვავე განცხადებები ევროპარლამენტში, სადაც საქართვლოს შესახ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

დებატები ევროპარლამენტში
08:39

დებატები ევროპარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასამართლო, პოლარიზებული გარემო, პოლიტპატიმრები - განცხადებები ევროპარლამენტში
06:11

სასამართლო, პოლარიზებული გარემო, პოლიტპატიმრები - განცხადებე...

Ajara TV

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ​ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე
04:38

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ​ევროპის საპარლამენტო ა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გუგულაშვილი- ასეთი უმწვავესი განცხადებები საქართველოს მიმართ ევროპარლამენტში არასდროს არ  მომისმენია
06:55

გუგულაშვილი- ასეთი უმწვავესი განცხადებები საქართველოს მიმართ...

ტვ პირველი • TV Pirveli

„მოამბე“ 15 საათზე, 14 ნოემბერი, 2018 #LIVE
51:17

„მოამბე“ 15 საათზე, 14 ნოემბერი, 2018 #LIVE

პრემიერი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმაურება
06:28

პრემიერი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო