პროკურატურამ კომპანია „მელაძის“ მფლობელზე ძებნა გამოაცხადა
ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელზე საქართველოს პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე აქვს წარდგენილი. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჯგუფურად - მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალდებული გამოძიებას მიემალა, რის გამოც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამასთან, ბრალდებულის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურა...
საქართველოს პროკურატურა
ნოდარ მელაძის გამოკითხვა პროკურატურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილისა და "სუსი"-ს მანქანების გადაადგილების ა...
MULTIMEDIA GE
საგამოძიებო მოქმედებები კახეთის გზატკეცილზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცი...
საქართველოს პროკურატურა