საგამოძიებო მოქმედებები კახეთის გზატკეცილზე
სპეცოპერაცია კახეთის გზატკეცილზე. არსებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანია „ბროლიდან“ პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბუთები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. ასევე საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის შესაძლო გათეთრებას. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკა თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა და გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. კომპანია „ბროლის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, ვინაიდან მათი კომპანია არ არის მმართველი პარტიის შემომწირველი. მათივე განცხადებით, კომპანიიდან ფინანსური დოკუმენტაციის ამოღებას შეირაღებული სპეც-რაზმი არ სჭირდებოდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - კახაბერ საბანა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით პანკისში 5 პირი...
MULTIMEDIA GE
შსს-მ დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ კახეთში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 5 პი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ კახეთში ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი და...
შინაგან საქმეთა სამინისტრო