პოლიციამ კახეთში არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

09.02.2020 00:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს. ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა. გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

21 წლის მამაკაცი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა ცემით მოკლეს
01:11

21 წლის მამაკაცი შეყვარებულის ოჯახის წევრებმა ცემით მოკლეს

ტელეკომპანია თანამგზავრი

პოლიციამ კახეთში  არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავა

პოლიციამ კახეთში არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ბრალდებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
00:17

პოლიციამ კახეთში ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა
00:28

პოლიციამ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
00:25

პოლიციამ კახეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
00:30

პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ კახეთში ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა
00:22

პოლიციამ კახეთში ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი და...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო