პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა

27.08.2019 00:44

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის შემსყიდველი კონტრაქტორი კომპანიებიდან – შპს „პროესკოდან“, შპს „პრო მედიადან“, შპს „მედია პორტიდან“; შპს „პროესკო მედიადან“ და შპს „ნიუ მედიადან“ სრული დაბუღალტრო, სააღრიცხვო და ფინანსური დოკუმენტების ამოღების თაობაზე. ასევე, დასახელებული კომპანიებიდან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით აღრიცხული სრული ბუღალტრული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე“, – აცხადებენ  გენერალურ პროკურატურაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: