ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა
ნიკა გვარამიას მოწმის სტატუსი ბრალდებულით შეეცვალა. ტელე-კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ბრალი ცოტა ხნის წაუყენეს. ჯერ უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა სასამართლოს. საგამოძიებო უწყება გვარამიას ტელევიზიის საწინააღმდეგო ინტერესებით მოქმედებას და მისთვის ფინანსური ზარალის მიყენებას ედავება. საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ტელე-კომპანიამ გენერალური დირექტორის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ვერ მიიღო. საქმეში ფიგურირებს ტელე-კომპანიის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია პლიუსი“, რომლის მფლობელები, გამოძიების ინფორმაციით, გვარამიას მეგობრები არიან. დავის საგანია 2015 წელს კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც „ინტერმედია პლიუსმა“ „რუსთავი 2“-ის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიიღო. გამოძიება იკვლევს ნასყიდობის ხელშეკრულებასაც, რომლითაც გვარამიას „ინტერმედია პლიუსისგან“ ორი ბინა გადაეცა. თუმცა, მითითებულ დოკუმენტს სასესხო ხელშეკრულებად აცხადებს თავად ნიკა გვარამია და მისთვის წაყენებულ ბრალდებას პიარ-კამპანიად მიიჩნევს. ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს საუბარს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს კომპანიისთვის ზიანი...
Maestro Television
პროკურატურა - ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"რუსთავი 2"-სთვის ზიანის მიყენებისთვის ნიკა გვარამიას ბრალი...
Maestro Television
დიმიტრი საძაგლიშვილის მტკიცებით პროკურატურამ ნიკა გვარამიას...
Fakt Press
რუსთავი 2 ის დირექტორს ბრალი დღეს წარედგინა
TV IMEDI
ზურაბ გუმბარიძე გამოკითხვაზე იმყოფება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს
TV IMEDI