პროკურატურა - ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა. ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე“ გუშინ დაწერა, რომ გირაოს გადაიხდიდა. გვარამიას 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხის გადასახდელად გვარამიას 30 დღე მიეცა. ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდას არ აპირებდა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და კომპანია „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გვარამიას გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავარი ის არის, ვინ გაიმარჯვებს ბოლოს და ეს მე ვარ - ნიკა გ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს
Maestro Television