გვარამიას გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა. ნიკა გვარამიამ თანხა 30 დღეში უნდა დაფაროს, თუმცა ის ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. მოსამართლის განცხადებით, თუ ბრალდებული არ უზრუნველყოფს გირაოს შეტანას, შეიძლება აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს. გენერალური პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიებად 80 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა. ამასთან, ბრალდების მხარემ მოითხოვა დამატებითი ღონისძიების გამოყენება – ბრალდებულს არ შეძლებოდა საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურა - ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა გვარამიას ადვოკატმა გირაოს შესახებ გადაწყვეტილება გაასა...
Maestro Television
სასამართლოს გადაწყვეტილება გვარამიას საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააპელაციო სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადვოკატი ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტ...
Maestro Television
ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარის შესახებ პოზიცია შეცვალ...
PalitraNews
"გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ გადაუხდელობის...
Maestro Television