სალათი თინუსი|thunfischsalat CHEF GIGAS ბაზისი რეცეპტი

03/22/2021
CHEF GIGA BACKES-ის მიერ

გამარჯობა მე მოვამზადე უგემრიელესი სალათი თინუსი.რომელიც არის როგორც დიეტური ასევე ფიტნეს კვებისათვის,გაჯერებული არის პროტეინებით.
გამოვიყენე:ხახვი თხლად დაჭრილი,ნიორი გახეხილი,შავი პილპილი,თევზი თინუსი,რუკოლა,ფრანგული სალათი,ლიმნის წვენი,ჩერი პომიდორი,კვერცხი,მიწისთხილის კარაქი,მდოგვი საშვალო სიმწარის,თაფლი,მარილი,ძმარი,ანუ ბალზამიკო,ნუში ან ნიგოზი,მარილი გემოვნებით.

ინგრედიენტები

1. თევზი თინუსი- 200-220 გ
2. ხახვი 2 ცალი
3. რუკოლა 60-70 გ
4. ფრანგული სალათი 30-40 გ
5. ჩერი პომიდორი 6-7 ცალი
6. ნუში ან ნიგოზი 2-3 ჩ.კ
7. კვერცხი

დრესინგი ანუ სოუსი

1. 1 ცალი ლიმნის წვენი
2. 1 ჩ.კ თაფლი
3.1 ჩ.კ მიწისთხილის კარაქი
4.1 ჩ.კ მდოგვი
5.1 ლებანი ნიორი გახეხილი
6. ძმარი 2 ჩ.კ
7.მარილი გემოვნებით
8.შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება
გავრეცხე რუკოლა და ფრანგული სალათი,დავჭერი ხახვი, პომიდორი და კვერცხი .რუკოლა გარეცხეთ ძალიან ბრთხილათ რათა არის ძალიან სათუთი..თუ კი დააჭერთ რეცხვის დროს და დაიტეხება კარგავს არომატს.

1 ცალ ლიმონს გამოვაცალე წვენი,დავუმატე ,მიწისთხილის კარაქი,მდოგვი,თაფლი,ნიორი გახეხილი,ძმარი მარილი და შავი პილპილი,კარგად ავურიე რომ მიმეღო ერთგვარი მასა.

თეფშს მოვაყარე ნუში დავდევი ფრანგული სალათი და რუკოლა,მოვასხი 1 ჩ.კ სოუსი.შემდეგ დავალაგე ხახვი მრგვალად დაჭრილი,თევზი თინუსი 220 გ,ჩერი პომიდორი კვერცხი,მოვაყარე ზემოდან ნუში და მოვასხი ისევ სოუსი დახლოებით 2-3 ჩ .კ.

გემრიელა მიირთვით.
1.დაიმახსოვრეთ არ გამოიყენოთ მაიონეზი,არის ქოლესტერინით სავსე და საშიში თქვენი ჯანმრთელობისათვის..ფიტნეს კვებისათვის არის მიზანშეწონილი.
CHEF GIGAS ბაზისი რეცეპტი
#სალათითინუსი
#ჯანმრთელიკვება
#ფიტნესკვება
#პროტეინები
#დიეტური
#დიეტურიკვება

ვიდეოები „CHEF GIGA BACKES"-ისგან