ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული
ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. ქვეყნის პრეზიდენტმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა, რა დროსაც, ალმათიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარების ბრძანება გასცა. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება. ამასთან, ყასიმ ჟომართ თოყაევის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ მივლენილმა სამშვიდობო ძალებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ყაზახეთში ვითარების სტაბილიზაციის კუთხით. დღეს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ალმათიში დილიდან ინტენსიური სროლები ისმოდა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქში ჩატარებული რეიდების დროს 4 000-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებული. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყანა არ დაუტოვებია და რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყაზახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა
Music Box
მაია ჭიჭინაძე - ,,პრატაპ’ ს სიგნიჩას’’ ოპერაციული მენეჯერი
Radio Atinati
პრეზიდენტი მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამიტი ქალაქ აქტაუში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ყაზახეთის ყოფილი ელჩი „ჩოხოსანთა საზოგადოებაში" გაწევრიანდა
sazogadoeba ge