საინფორმაციო შეხვედრა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების შესახებ
18 იანვარს რუსთავში, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ჭრილში, კერძო და საჯარო სექტორს შორის, დიალოგის რეჟიმის გაძლიერების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონალური მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსი, არჩილ ყარაულაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, სტიგ ფრედსლუნდი კიელდსენი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და მედიიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შედეგად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გათვალისწინებულ სარგებელზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პროექტი ,,ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ დაიწყო 2015 წელს. პროექტის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების კოორდინირების, მონიტორინგისა და დანერგვის ხარისხის განვითარების ხელშეწყობა. #ქვემოქართლი2019 #რუსთავი2019 #საინფორმაციოშეხვედრა2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა იმერეთის მდგრადი განვითარებისა...
Radio Atinati
DCFTA-ს შესახებ საინფორმაციო მაგიდები - სოფლად მეწარმეობის ხ...
Radio Atinati
ახალი რეგულაციები რძის სექტორში
Radio Atinati
როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას - შეხვედრა ზუგდიდში
Radio Atinati
საინფორმაციო შეხვედრა
Dusheti Municipality
საინფორმაციო შეხვედრა
Radio Atinati
საინფორმაციო შეხვედრა
TV IMEDI
საინფორმაციო შეხვედრა
TV IMEDI