უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება
უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სრულად აკონტროლებენ ხერსონის რეგიონს. ადგილობრივები კი მტრის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ოკუპანტებმა დაბომბეს დნიპროს აეროპორტიც. კიევში კი სარაკეტო დარტყმების შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის მერმა 15 მარტის 20 საათიდან, 17 მარტის 19 საათამდე კომენდანტის საათი გამოაცხადა. კლიჩკომ ასევე მოუწოდა საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელ მამაკაცებს დაბრუნდნენ და სამშობლოს დასაცავად იბრძოლონ. დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 4 ერთეული ვერტმფრენი, ასევე თვითმფრინავი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. ოკუპანტები დაკავებულ ტერიტორიაზევე პოზიციების გაძლიერებას განაგრძობენ. უკრაინის გენშტაბის ცნობებით, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები გრძელდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. უახლესი მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 13 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ასობით სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. მტერი მარიუპოლის აღების ოპერაციას აქტიურად აგრძელებს. უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერგეი მარჩენკოს განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო მიყენებული წინასწარი ზარალი, სულ მცირე 500 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 102-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 301 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 46-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 120-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster