უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება


უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სრულად აკონტროლებენ ხერსონის რეგიონს. ადგილობრივები კი მტრის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ოკუპანტებმა დაბომბეს დნიპროს აეროპორტიც. კიევში კი სარაკეტო დარტყმების შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქის მერმა 15 მარტის 20 საათიდან, 17 მარტის 19  საათამდე  კომენდანტის საათი გამოაცხადა. კლიჩკომ ასევე მოუწოდა საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელ მამაკაცებს დაბრუნდნენ და სამშობლოს დასაცავად იბრძოლონ. დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 4 ერთეული ვერტმფრენი, ასევე  თვითმფრინავი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. ოკუპანტები დაკავებულ ტერიტორიაზევე პოზიციების გაძლიერებას განაგრძობენ.   უკრაინის გენშტაბის ცნობებით, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები გრძელდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. უახლესი მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 13 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ასობით სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. მტერი მარიუპოლის აღების ოპერაციას აქტიურად აგრძელებს. უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერგეი მარჩენკოს განცხადებით, საომარი მოქმედებების გამო მიყენებული წინასწარი ზარალი, სულ მცირე 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან