უშედეგოდ დასრულდა სამძებრო სამუშაოების მესამე დღე.
თუშეთში ხევში გადაჩეხილ ახალგაზრდას მაშველებმა ვერც დღეს მიაგნეს. დაკარგულის ძებნა ხვალ დილის ექვსი საათიდან განახლდება.
რამდენიმე საათის წინ ნაწილებად ამოიტანეს სატვირთო მანქანა, რომელიც 27 ივლისს 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. ვარაუდი, რომ შესაძლოა, ახალგაზრდა სატვირთო მანქანის ქვეშ, წყალქვეშა სივრცეში ყოფილიყო, არ გამართლდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სახიფათო გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტიხილის მე-23-ე კილომეტრზე ორი დღის წინ მოხდა. ომალოსკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ერთ-ერთ მოსახვევში, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ უკუსვლით დაიწყო მოძრაობა და ხევში გადაიჩეხა. დაიღუპა ექვსი ადამიანი. ხუთმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.