ავარია თელავში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა
დღეს დილის 6 საათიდან თუშეთში სამძებრო სამუშაოები განახლდა. ავარიის ადგილზე ორ ადამიანს ეძებენ. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია ხუთი პირი, მათგან სამი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. დაღუპულებს შორის არის მცირეწლოვანიც. ავარიის შედეგად გადარჩა ხუთი მგზავრი, რომლებიც საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მეოცე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი მოქალაქე ხევიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფები და მედიკოსები კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე თბილისიდან ჩავიდნენ. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, – თემის დეტალები „მოამბეში“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ავარია თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
პარკინგის პრობლემა ქალაქ თელავში.
ლოკალ ინფო
თელავში ავარიას 40 წლამდე კაცი ემსხვერპლა
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ავარია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავარია გურჯაანში
ტელეკომპანია თანამგზავრი
ავარიას გადავრჩით : ავტობუსს კინაღამ დავეჯახეთ და გავიტანეთ...
Mamia Toronjadze
სასწაულად გადარჩნენ
BaBaJaNa
ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მო...
Trialeti TV