თუშეთში სამძებრო სამუშაოები გრძელდება
ფშაველი-თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მაშველებმა საძიებო სამუშაოები შეწყვიტეს და მუშაობას მოშორებით, მდინარის დინების მიმართულებით აგრძელებენ. იმ ადგილიდან, სადაც სატვირთო მანქანა გადავარდა, მაშველებმა ორდღიანი სამუშაოების შედეგად ექვსი ცხედარი ამოიტანეს. ამ ეტაპზე დაკარგულად მხოლოდ ერთი ადამიანი ითვლება და ხეობაში მისი სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება. მაშველები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია, დაღუპულის ცხედარი დინებამ გაიტაცა და ძიების არეალი ამიტომ გაფართოვდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს რამდენიმე საათის წინ მიაგნეს. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან გუშინ გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან ორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თუშეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავარია თელავში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თუშეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები განახლდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო სამუშაოები თუშეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო სამუშაოები თუშეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამძებრო სამაშველო ოპერაცია თუშეთის გზაზე
TV IMEDI
სამძებრო სამუშაო თუშეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია თუშეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster