Pizza Napoletana - ნამდვილი ნეაპოლური პიცა | Food Cloud
ინგრედიენტები: 1. ფქვილი (250გრ.) 2. მარილი (2-3გრ.) 3. საფუარი (5გრ.) 4. წყალი (160მლ.) 5. კონსერვის კანგაცლილი პომიდორი (150გრ.) 6. ზეითუნის ზეთი 7. პარმეზანი (1 სუფრის კოვზი) 8. მოცარელა (5-6 პატარა ბურთულა) 9. ცოცხალი ბაზილიკი მომზადების მეთოდი: 1. მოათავსეთ ფქვილი დიდი ზომის ჯამში. 2. დაამატეთ მარილი და კარგად ამოურიეთ. 3. ფქვილს დაამატეთ წყალი სრულად (შენიშვნა: წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის). 4. კარგად ამოურიეთ, რათა ცომი შეიკრას. 5. საფუარს დაამატეთ ცოტაოდენი წყალი, რათა შეძლოთ მისი გახსნა. 6. დაამატეთ საფუარი ცომში და კარგად მოზილეთ ჯამში. 7. გადმოიღეთ ცომი ჯამიდან და 10-15 წუთის განმავლობაში კარგად მოზილეთ. 8. დაამრგვალეთ ცომი და თბილ ადგილას შეინახეთ დაახლოებით 30 წუთით. 9. დასვენებული ცომი მოათავსეთ მაგიდაზე, გადააფარეთ რაიმე ნაჭერი და დაელოდეთ დამატებით 30 წუთი, რათა ცომი კიდევ უფრო აფუვდეს. 10. სანამ ელოდებით ცომს, ჭურჭელში მოათავსეთ დაკონსერვებული პომიდორი და ნაზად დაჭყლიტეთ იგი (შენიშვნა: არ არის აუცილებელი, რომ ტომატის სოუსი იდეალურად იყოს დაჭყლეტილი. დარჩენილი პატარა პომიდვრის ნაჭრები უფრო ბუნებრივს და გემრიელს გახდის თქვენს სოუსს). 11. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. 12. როდესაც ცომი იქნება მზად, მოათავსეთ იგი ფქვილიან მაგიდაზე და დაიწყეთ ცომის დაბრტყელება ხელების დახმარებით. (შენიშვნა: არ არის აუცილებელი, რომ ცომის ფორმა იყოს იდეალურად მრგვალი, ცომს შეგიძლიათ მისცეთ თქვენთვის სასურველი ფორმა). 13. დაბრტყელებულ ცომზე დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. 14. ჩამჩის დახმარებით, სოუსი მოათავსეთ ცომის ცენტრში, რის შემდეგაც ნელი, წრიული მოძრაობით გადაანაწილეთ მთლიან პიცაზე. 15. მოაყარეთ დახეხილი პარმეზანი. 16. დაამატეთ მოცარელას ბურთულები და ცოცხალი ბაზილიკი. 17. მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. 18. დააცადეთ 8-10 წუთი (ან სანამ მოცარელას ყველი კარგად არ დადნება). 19. გამოიღეთ ღუმელიდან და მოამზადეთ პიცა დასაჭრელად. 20. დაჭრამდე შეგიძლიათ მოასხათ ზეითუნის ზეთი და დაამატოთ ცოცხალი ბაზილიკი მეტი გემოსთვის. გემრიელად მიირთვით! გამოგვყევით Facebook-ზე - / foodcloudgeo გამოგვყევით Instagram-ზე - / foodcloudgeo
Food Cloud-ის სხვა ვიდეოები
03:07
ტრადიციული იტალიური კარბონარა
02:25
საშობაო (გურული) ღვეზელი - რეცეპტი | Food Cloud
01:03
სვანური თაშმიჯაბი | Food Cloud
01:07
როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი სახლში? | Food Cloud
02:27
Pizza Napoletana - ნამდვილი ნეაპოლური პიცა | Food...
00:52
მიწისთხილის კარაქის ორცხობილები | Food Cloud
01:08
გამომცხვარი კარტოფილი ბეკონითა და ყველით | Food Cl...
01:20
კაკლები | Food Cloud
მსგავსი ვიდეოები
რომელია საუკეთესო პიცა თბილისში? განახლებული გათამაშება @Ake...
Zerono
Georgian Food Taste Test - 5 dishes to try in Kiev, Ukraine
Samuel and Audrey - Travel and Food Videos
ლებრონ ჯეიმსის ტოპ 5 ჩატენვა
pizza
Pizza! - პიცა ძალიან გემრიელი!
Apolines cuisine
PIZZA Recette de pizza facile Easy homemade pizza როგორ გამო...
Mate and Nina
უგემრიელესი პიცა მარგარიტა - Pizza Margherita
Pizza Mizza
A Homemade Pizza - Pizza Hut Style
singlepot
პიცა სოკოთი • Pizza with Mushroom
Chemi Samzareulo • ჩემი სამზარეულო