უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის 50-ე დღე
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის 50-ე დღეს, საოკუპაციო ჯარები ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში არსებულ ობიექტებზე იერიშს განაგრძობენ. აქტიურად მიმდინარეობს მტრის ავიაციისა და არტილერიის თავმოყრა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან. ცნობას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს, მათივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, შავ ზღვაში გუშინ დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ უახლოესი ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება. ქალაქ მარიუპოლის მერიის წარმომადგენლის განცხადებით კი, მარიუპოლში ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდებენ, ე.წ. თეთრი ლენტები ატარონ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინააღმდეგის სიმბოლოა, რათა ისინი უკრაინელი სნაიპერებისთვის „სატყუარად“ იქცნენ. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 197 ბავშვი დაიღუპა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 25-ე დღე უკრაინაში - ბოლო ცნობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებების მეთოთხმეტე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პენტაგონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ერთი თვე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 68-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster